Advertisements

20 ივნისი იმად მიღირდა, რომ პოლიტიკური წესრიგი ამ ქვეყანაში პარლამენტში შეჭრით აღარ შეიცვალოს

20 ივნისი იმად მიღირდა, რომ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ, მეოცედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შევარდნით და ძალადობის გზით კი არა, არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს,-ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას კითხვას, რად უღირდა 20 ივნისი.

Nusagi

„აი ამად მიღირდა და ამას იმხელა ფასი აქვს, თქვენ შეიძლება ვერ წარმოგიდგენიათ, რადგან ბევრი თქვენგანი, როდესაც ამ ქვეყანაში ძალადობრივად იცვლებოდა პოლიტიკური წესრიგი, ამაში მონაწილეობას იღებდა. ამიტომ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომ ეს პოლიტიკური ელიტა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოს და პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის გზით პოლიტიკური სისტემა აღარ შეიცვალოს“,-განაცხადა გახარიამ პარლამენტში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას.  

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული