გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა შორის არიან მცხეთაში კონფლიქტის მონაწილეები და მორაგბეები, ვინც მოგვიანებით ჩავიდნენ

Nusagi

19 წლის ფეხბურტელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 ახალგაზრდას შორის არიან მცეთის აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების უშუალო მონაწილეები, აგრეთვე მორაგბეები, ვინც ავტომობილით მცხეთაში მოგვიანებით ჩავიდნენ.

დაკავებულთაგან ორი სპორტსმენის ადოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები მცხეთაში „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით ჩავიდნენ, თუმცა კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ.

„ისინი ადგილზე მოგვიანებით ჩავიდნენ – ერთი მძღოლი და მეორე მგზავრი. როდესაც აგარაკზე მივიდნენ, იქ უკვე აღარავინ იყო. კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო, წვეულება – დაშლილი. მათი ჩვენებების თანახმად, როდესაც ისინი ავტომაგისტრალზე შეხვდნენ ბიჭებს, კონფლიქტი ამოწურული იყო. ფოტოგრაფის ჩვენებიდანაც ირკვევა, მანამდე პირველი მანქანა იყო მისული და მაშინ გაიქცნენ ფოტოგრაფიც და გიორგი შაქარაშვილიც“, – აცხადებს ბექა ნემსიწვერაძე.

19 წლის ფეხბურთელი, რომლის დაზიანებული ცხედარიც მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს, გუშინ დაკრძალეს. ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: