Advertisements

ირმა ნადირაშვილი: წულუკიანს სახეზე აწერია, რომ სძულს ადამიანები

გასაგებია, რომ წულუკიანს სძულს ადამიანები, გასაგებია, სახეზე აწერია, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას.

Nusagi

„მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც ბაჩანა შენგელაიას მინისტრმა, რომელიც გვერდით გიზით, შეუჩერა საქმიანობა. გასაგებია, ქალბატონ წულუკიანს სძულს ადამიანები. გასაგებია, სახეზე აწერია მას. მაგრამ ის, რომ თქვენს სახელთან იყო რაღაცნაირად დაკავშირებული ის უბედურება, არ გეუბნებით, რომ ასე იყო, არ იყო ასე, ყოველ შემთხვევაში, კითხვები ხომ არსებობდა თქვენს სახელთან დაკავშირებით, ქალბატონი ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით“, – მიმართა ირმა ნადირაშვილმა პრემიერ გიორგი გახარიას.

მნადირაშვილის სიტყვებმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ღიმილი მოჰგვარა, მან პირბადე ჩამოიწია.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული