Advertisements

ადვოკატი: პირველი მანქანა რომ გაჩერდა, ვახო ახვლედიანს ვიღაცამ შუბლში ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, ვახო ახვლედიანი დაზარალებულად ცნეს. როგორც მისი ადვოკატი, მზია ქასრაშვილი ამბობს, მას შუბლი და ცხვირი აქვს გატეხილი, თუმცა ვერ იხსნებს, ვინ მიაყენა დაზიანება, რადგან ღამე იყო. 

Nusagi

„დადგენილებას დაზარალებულის თაობაზე მოვაწერეთ ხელი. ფორმალობა იყო. მეორე ეპიზოდში, როდესაც პირველი მანქანა გაჩერდა, იმ დროს მიიღო დაზიანება. ვერ ასახელებს, ვინ იყო, რადგან ისეთი ღამე იყო, თუ ტელეფონით, ან მანქანის შუქით არ გაანათებდი, ვერ დაინახავდი. ამ დროს ვიღაცამ შუბლში ჩაარტყა, არ ვიცი, მუშტი იყო, თუ შიგნით რაიმე რკინა ჰქონდა. ცხვირი აქვს კარგად გატეხილი“,-აცხადებს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. სასამართლო პროცესები სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული