ანრი ოხანაშვილი: ამორალურია ყველაფერში ივანიშვილის ოჯახის გარევა

Nusagi

ამორალურია ყველაფერში ივანიშვილის ოჯახის გარევა!“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ბრალდებულების მფარველად ბერა ივანიშვილი დასახელდა.

„ყველაფერს აქვს საზღვარი, სირცხვილია ტრაგედიის პოლიტიზირება! ხელისუფლებაში მოსვლის ისეთი წყურვილი აქვს ნაცმოძრაობას, რომ ეს “პოლიტიკური პარტია” და მისი პარტიული ტელევიზიები ტრაგედიასაც კი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე ირგებენ! “,-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: