Advertisements

აშშ – კორონავირუსი საზაფხულო არდადეგებზე არ მიდის

ჩვენ პირველი ტალღიდან ჯერ არ გამოვსულვართ, კორონავირუსი საზაფხულო არდადეგებზე არ მიდის,-ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსონმა განაცხადა.

Nusagi

მისი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კალიფორნიის შტატში კორონავირუსის გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 32 %-ით გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში აშშ-ში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რიცხვი, 40 173 დაფიქსირდა.

ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თქმით, მდგომარეობა იმედის მომცემია, რადგან გარდაცვლილთა რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება. აპრილის შუა რიცხვებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დღე-ღამის განმავლობაში 2000 ადამიანი იღუპებოდა, ახლა კი-1000. სულ აშშ-ში კორონავირუსით 124 410 ადამიანია გარდაცვლილი. 

ამასთან, შემცირებულია მძიმე შემთხვევათა რიცხვი, თუმცა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტთა მესამედს მაინც კორონავირუსით დაავადებულები შეადგენენ. 

პარასკევს ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა ხელი მოაწერა ბრძანებას სხვადასხვა დაწესებულებების დაკეტვისა და რესტორნებში ერთდროულად მისული სტუმრების რიცხვის შეზღუდვის შესახებ. 

Facebook Comments
Advertisements

You may have missed