გუშინ, ღამის კურიერში ირაკლი იმნაიშვილმა ლელოს ლიდერს ვერაფრით მოანანიებინა მაღალი პროცენტები

Nusagi

ლელოს ლიდერს ვუსმინე გუშინ, ღამის კურიერში.
ირაკლი იმნაიშვილმა მონანიებები ტრადიციაა ჩემი ეთერის ბოლოშიო და ვერაფრით მოანანიებია ბანკის სესხებზე მაღალი პროცენტები,-ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ხალხის გაჭირვებაზე რომ საუბრობთ, თუ ინანიებთ ასეთ მაღალ პროცენტებსო, კითხვა იყო.ბ-ნი მამუკა პასუხობდა ეკონომიკა უნდა იყოს განვითარებულიო, სამუშაო უნდა იყოსო, ხალხს მაღალი ხელფასები უნდა ჰქონდეთო და ა.შ.

მოკლედ სამჯერ დაარტყეს ერთი და იგივე წრე და გადაცემის დროც ამოიწურა.

ჰოდა, ვერაფრით ათქმევინა ირაკლი იმნაიშვილმა, რომ ხალხს, ბიზნესს თუ დაბალ პროცენტში ექნება საბანკო სესხებთან წვდომა, სამუშაო ადგილებიც შეიქმნება, ხელფასებიც დარიგდება, ეკონომიკაც აყვავდება…

დანარჩენი არ იყო საინტერესო. მოსმენილი გვაქვს.

ისე, ლელო რომ ამბობს, ქართულ იდეოლოგიაზე დაყრდნობით უნდა ჩამოვაყალიბოთ პარტიაო, ვკითხავდი სოროსის მიმდევრებთან ერთად რას გულისხმობს ქართულ იდეოლოგიაში?

მაგალითად, დედის გინება გამოხატვის თავისუფლებაა, თუ უზრდელობა? ან რას ფიქრობს “საბას” ზოგიერთი ლაურეატის შემოქმედევაზე? რას ფიქრობს ეკლესიაზე? ბევრი კითხვაა.

რაც შეეხება მაღალ ხელფასებს, ადრე დავწერე და გავიმეორებ. თიბისი ბანკში, ისევე როგორც სხვა ბანკებში, ისევე როგორც ჰიპერმარკეტებში, ზემოგებიან ბიზნესებში, აქვთ მიზერული ხელფასები.

ამიტომ, ჯერ ბანკში შექმენით კარგი ცხოვრების მაგალითი. მარტივია, უცებ გახადეთ 500 ლარის ნაცვლად ხელფასი 1000 ლარი, მითერებს რომ ეძახით, გაუუმჯობესეთ პირობები.

გიორგი მარგველაშვილთან მიმართებაში სუსტი კითხვები იყო. ვკითხავდი, რითი ხელმძღვანელობდა, როცა ყოველ წელიწადს იწყალებდა 800-1000 პატიმარს, სასამართლო სისტემას ანაცვლებდა თუ სამართალდამცავებს ეჯიბრებოდა, ისინი უფრო მეტს დაიჭერდნენ, თუ ეს უფრო მეტს გამოუშვებდა?

ასევე ვკითხავდი, ყოფილი ექს უმაღლესი მთავარსარდალი, რატომ უწოდებს სავალდებულო სამსახურს მონურ შრომას. მესმის არ ეთანხმებოდე სამსახურის გავლის ფორმას, მაგრამ ასეთ მძიმე შეფასებას რატომ აძლევს? აი ასეთ კითხვებს დავუსვამდი და შევაფასებინებდი თავად რას ფიქრობს?

ისე, როგორც წამყვანი და ჟურნალისტი, ირაკლი ძლიერია. არც სულს ათქმევინებს, მომზადებულია საფუძვლიანად, არც ხმის ტემბრის და ემოციების გამოყენება სჭირდება, ძალიან საინტერესოდ და დინამიურად მიჰყავს…“,-წერს ამირან სალუქვაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: