ნიკო ლეკიშვილი – 1994 წელი იყო, სროლა ატყდა მელიქიშვილზე, ორივე მხრიდან ისროდნენ

Nusagi

მერი ვიყავი ისეთ დროს, გახსენებაც არ მინდა, კატასტროფული სიტუაციები იყო,-ამის შესახებ თბილისი ყოფილმა მერმა, ნიკო ლეკიშვილმა postv- ს ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად უმძიმესი პერიოდისა, არ ნანობს, რომ მერად იმუშავა, რადგან ქალაქი ფეხზე დაყენება შეძლო.

„არ ვნანობ, რომ მერად წავედი. თვითონ შევარდნაძემ მითხრა, შენამდე ექვსმა კაცმა მითხრა უარიო. ისეთი მდგომარეობა იყო, ყაჩაღობა, უბედურება, მკვლელობები. არავის უნდოდა მერობა. არ იყო ტრანსპორტი, არაფერი, თუმცა შევძელით და მიწაზე გნრთხმული, გაუბედურებული თბილისი ფეხზე დავაყენეთ და ქალაქმა განვითარება დაიწყო“,-აცხადებს ლეკიშვილი. 

ყოფილმა მერმა 90-იანი წლების მძიმე კრიმინალური სიტუაცია გაიხსენა, როდესაც პირდაპირ ქალაქში მიმდინარეობდა ორმხრივი სროლები. 

„კაცი როდის ჩაიდენს გმირობას, არავინ იცის. რაღაც მომენტში როგორ მოიქცევა, მაშინ ხდება გმირი.  1994 წელი იყო, სროლა ატყდა მელიქიშვილზე, ორივე მხრიდან ისროდნენ. მივიდა პოლიცია, მაინც არ გაჩერდნენ. ავიღე ხმის გამაძლიერებელი და შევედი, მე ქალაქის მერი ვარ, გაჩერდით მეთქი და გაჩერდნენ. თუმცა ორივე მხრიდან 2-2 კაცი დაღუპული იყო“,-იხსენებს ლეკიშვილი.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: