Advertisements

რუსეთში წლინახევრის შვილის გაუპატიურებისთვის ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

რუსეთში, თათრეთის სასამართლომ ბუგულმის 27 წლის მცხოვრები გაამართლა, რომელსაც ბრალად ედებოდა თავისი წლინახევრის ქალიშვილის გაუპატიურება. ამის შესახებ გაზეთი Вечерняя Казань იუწყება.

Nusagi

გამამართლებელი განაჩენის შემდეგ ბრალდებული სასამართლოს დარბაზშივე გაათავისუფლეს. პროცესის მიმდინარეობისას მან დანაშაული აღიარა და განმარტა, რომ ცოლთან კონფლიქტის გამო აღელვებული იყო და ჯავრი ბავშვზე იყარა, როცა მეუღლე სამსახურში წავიდა. „უბრალოდ, გავფსიხდი“,-განაცხადა მან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ბრალდებულს სექსუალური მოთხოვნის დაკმაყოფილება მიზნად არ ჰქონია, მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. 

გამოძიების ინფორმაციით, 2019 წლის 27 ოქტომბერს ბრალდებული სახლში სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა. მათგან უმცროსი 1.5 წლის გოგონა იყო. საღამოს მან ცოლს დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვს სისხლისდენა ჰქონდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გინეკოლოგმა სექსუალური ძალადობის შედეგად მიყენებული ტრავმა დააფიქსირა. ექიმებმა პოლიციას შეატყობინეს. ბავშვის მამამ განაცხადა, რომ ტრავმა პამპერსის გამოცვლის შედეგად მიაყენა ბავშვს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ. მათი თქმით, სასამართლოზე ბრალდების მხარემ საკმაო მტკიცებულებები წარადგინა: დედის ჩვენება, სასწრაფო დახმარების ექიმების მონათხრობი, ასევე თავად ბრალდებულის აღიარება.

„მაშინვე არა, მაგრამ მან აღიარა, რომ ბავშვზე გაბრაზებულმა იძალადა. ასეთი ტრავმის შემთხვევით მიყენება შეუძლებელია“,-აცხადებენ პროკურატურაში. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული