სახლების (აგარაკების) მიქირავება 20-22 წლამდე ახალგაზრდებისთვის კატეგორიულად უნდა აიკრძალოს

თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე მცხეთაში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და წერს:

„სახლების (აგარაკების) მიქირავება 20-22 წლამდე ახალგაზრდებისთვის კატეგორიულად უნდა აიკრძალოს.
გამქირავებელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების მინიმალური პაკეტის უზრუნველყოფა (დაცვა, სათვალთვალო კამერები, ცეცხლმაქრები, ხანძრის შემთხვევაში ევაკუაციის გეგმის თვალსაჩინო ადგილზე გამოქვეყნების უზრუნველყოფა და დამქირავებელი ჯგუფის არაფორმალურ ხელმძღვანელთან ხელშეკრულების გაფორმება გარკვეული ვალდებულებების და პასუხისმგებლობების ურთიერთგანაწილების შესახებ და ა.შ.).
გამქირავებელი ვალდებულია ახალგაზრდათა ჯგუფის მიერ წვეულების (ე.წ. ,,ფართის”, პიკნიკის ან ბანკეტის) მოწყობის მიზნით ხანმოკლე დროით მიქირავების თაობაზე საქმის კურსში ჩააყენოს სამართალდამცავი ორგანოების ადგილობრივი ქვედანაყოფი.
ძალიან მკაცრი რეგულაციებია?
სამაგიეროდ ჩვენი შვილები გაცილებით უკეთ იქნებიან დაცულები.
P.S. მე არ მეკამათოთ, გიორგი შაქარაშვილის მშობლებს ეკამათეთ“.

Facebook Comments

ახალი დადებული