LAist news: დამსხვრეული თავები, ამოთხრილი თვალები – რატომ არღვევს პოლიცია ხშირად თავისსავე კანონს

A police officer aims a projectile weapon at protesters who gathered in a call for justice for George Floyd following his death, outside the 3rd Police Precinct on May 27, 2020 in Minneapolis, Minnesota. - The family of an African American man killed by Minneapolis police while handcuffed in custody demanded Wednesday that the officers be charged with murder. After a night of angry protests over the death of George Floyd, with law enforcement firing tear gas and rubber bullets in the northern US city, his sister Bridgett Floyd demanded the arrest of the four white police officers involved in his death. (Photo by kerem yucel / AFP) (Photo by KEREM YUCEL/AFP via Getty Images)

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო აშშ-ში გამართულ საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 60-მა დემონსტრანტმა მიიღო თავის მძიმე ტრავმები. დაშავებულებს შორის არიან აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დამტვრეული ყბებით, ქალა-ტვინის დაზიანებით და დაკარგული მხედველობით. 

სოციალურ ქსელში გავრვცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში კარგად ჩანს პროტესტის მონაწილეთა მძიმე ტრავმები- თავზე, კისერზე, ხელებზე, ფეხებზე, მკერდზე, მუცელში. ეს დაზიანებები გამოწვეულია იმით, რასაც სამართალდამცველ ორგანოებში „კინეტუკურ დარტყმას“ უწოდებენ, ხალხში კი – რეზინის ტყვიებს. ამის შესახებ ლოს ანჯელესის ყოველკვირეული გამოცემა LAist news წერს. 

გამოცემის ცნობით, აშშ-ში არ არსებობს ერთიანი სტანდარტი პოლიციელების მიერ ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენებისთვის, არც მისი მოხმარების ამომწურავი ინსტრუქციაა ცნობილი. ამიტომ, ქვეყნის 18 000 სამართალდამცველ ორგანოს საკუთარი წესები აქვს, თუ როგორ და რა ვითარებაში უნდა გამოიყენონ აღნიშნული აიარაღი, რა ითვლება პოლიციელის მიერ კანონდარღვევად და როგორ უნდა აგოს მან პასუხი გადაცდომის შემთხვევაში. 

მაგალითად, დენვერში პოლიციის ოფიცრებს ეკრძალებათ ჭრილობის მიყენება თავის, თვალების, ყელის, მკერდისა და გენიტალიების არეში იმ შემთხვევებში, თუ „მომაკვდინებელი ძალა“ გამართლებული არ არის.    

აშშ-ში ბოლო დროს მიმდინარე აქციებზე დაშავებულები აღნიშნავენ, რომ პროტესტი მშვიდობიანი იყო და პოლიციელებს მიზეზი არ ჰქონდათ ტყვიების გამოყენების. თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას ზოგიერთი მათგანი პოლიციელებისთვის ნასროლ ქვებსა და ბოთლებსაც ახსენებს. ერთ-ერთი დაშავებული დემონსტრანტი, რომელიც დეტროიტის პოლიციას ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის, აცხადებს, რომ აქცია სრულიად მშვიდობიანი იყო, უბრალოდ, მომიტინგეები პოლიციის დანახვაზე ცოტა გაღიზიანდნენ…

ერთ-ერთი დემონსტრანტი, 22 წლის მეგან მეთიუ, რომელმაც რეზინის ტყვიით თვალი დაკარგა, აცხადებს, რომ დენვერში, აქციაზე დედასთან ერთად წავიდა და წყალი და ჭრილობის სახვევები წაიღო დაშავებულებისთვის. მისი თქმით, ის აქციის მონაწილეებისგან მოშორებით იდგა და არ ხმაურობდა. მეთიუს ეჭვი აქვს, რომ პოლიციელმა მას დამიზნებით ესროლა. ადვოკატის თქმით, „ისინი ან მის სახეს უმიზნებდნენ, ან უმისამართო სროლა ატეხეს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო საშიში ადამიანების უსაფრთხოებისთვის“,-განაცხადა მან.

მეგან მეთიუ

ამჟამად დენვერში ამოქმედდა დროებითი კანონი, რომელიც ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებას ზღუდავს. პოლიციას აღნიშნული საშუალებების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას უფროსის ბრძანება ექნება, ისიც მხოლოდ „კონკრეტული ძალადობის აქტებისა და საკუთრების განადგურების შემთხვევაში, რისი მოწმეც თავად უფროსი იქნება“.

სიეთლში, დალასში, ასევე ისეთ ქალაქებში, როგორიცაა სან-ხოსე, ატლანტა და ოსტინი, ანალოგიური კანონი ამოქმედდა.

ზოგადად, ინსტრუქტორები ოფიცრებს ასწავლიან, ორიენტირება გააკეთონ მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც „ზედმეტად საშიშია“,-აცხადებს ინსტრუქტორი ჰიგინსი, რომელიც სამართალდამცველებს სწავლებას უტარებს. 

მისი თქმით, ტყვიები უნდა იყოს ბოლო საშუალება, რასაც სამართალდამცველი გამოიყენებს, სანამ მომიტინგეების ქმედება მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ დაემუქრება. „აი, ასეთი საშიშია ეს იარაღი“, აცხადებს ჰიგინსი. მისივე თქმით, ოფიცერმა იარაღი კარგად უნდა დაუმიზნოს და ბრბოში უმისამართოდ არ ისროლოს. „თქვენ უნდა ამოირჩიოთ თქვენი მიზანი“,-ამბობს ინსტრუქტორი.

დამიზნება იმიტომ არის საჭირო, რომ ზოგჯერ, პოლიციელი იმ იმედით, რომ დემონსრტანტს შეაშინებს და არაფერს ავნებს, მიწაზე, ან ფეხებში ესვრის, რაც გაცილებით საშიშია, რადგან რიკოშეტით ტყვია შესაძლოა ისეთ ადგილზე მოხვდეს, რამაც შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს, მაგალითად, ხერხემალში, თავსა და ყელში.  ერთ-ერთ დემონსტრანტს, რომელიც ძირს იწვა, ტყვია პირდაპირ სათესლე ჯირკვალში მოხვდა და ექიმების თქმით, ის სამუდამოდ უნაყოფო დარჩება.    

სამართალდამცველთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ოფიცრებს, რომლებიც ბრბოსთან პირისპირ რჩებიან, ავალდებულებენ, რომ გადაწყვეტილება მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით მიიღონ, ამასთან, არ ითვალისწინებენ, რომ ქაოტურ სიტუაციაში მათ ამის განსაზღვრისთვის დრო არ აქვთ. ხშირად მათ ეშინიათ საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების გამო. 

„სამწუხაროდ, პროტესტების შესახებ ინფორმაციები ცალმხრივია“,-აცხადებს დენვერის პოლიციის პროფკავშირის უფროსი, დეტექტივი ნიკ როჯერსი. „ჩვენ 30-40 პოლიციელი გვყავს ქვებითა და აგურებით დაშავებული, თუმცა ამას არ აცხადებენ“-ამბობს დეტექტივი. 

სან-ხოსეში პოლიციის კაპიტანმა ჯეისონ დუაიერმა განაცხადა, რომ სწორედ არალეტალური იარაღის გამოყენება იყო ყველაზე უსაფრთხო მეთოდი ბრბოს კონტროლისთვის. კაპიტანი, რომელიც თავად დაშავდა დემონსტრანტის მიერ ნასროლი ქვით, აცხადებს, რომ პოლიციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები ბრბოს წინააღმდეგ, რომელმაც მისი ქალაქი „საომარი მოქმედებების ზონად“ გადააქცია. 

„21 წელია, პოლიციელი ვარ და ამ დროის ნახევარი სპეცოპერაციებზე დავდივარ, თუმცა მსგავსი რამ არასდროს მინახავს“,-განაცხადა მან. 

31 მაისს სამხრეთ კაროლინას სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელმა ბრიფინგზე თავი იმართლა იმის გამო, რომ დემონსტრაციის დასაშლელად ტყვიები გამოიყენა.

„ეჭვი არ იყო, რომ მათ განზრახული ჰქონდათ სხვისი საკუთრების, პოლიციის მანქანების, პოლიციის შენობების და სხვა ნებისმიერი რამის განადგურება. ასე რომ მოგვიხდა მათი შეჩერება და და ჩვენ ისინი შევაჩერეთ“,-განაცხადა ოლქის შერიფმა. 

მიუხედავად ამ არგუმენტებისა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ პოლიციელები არღვევენ მათთვის დაწესებულ კანონებს. ისინი არ იყვნენ სათანადოდ მომზადებული ასეთი შემთხვევებისთვის და ინსტრუქციების ნაცვლად, ინსტინქტებს ემორჩილებოდნენ. მათი თქმით, აქციების დაშლას ასეთი შედეგი არ უნდა მოჰყოლოდა.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოცენტი სტივენ ჯეიმსი აცხადებს, რომ გაოგნებულია უამრავი ვიდეოს ნახვით, სადაც ოფიცრები ისე ხმარობდნენ იარაღს, როგორც პეინტბოლს. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებებში იარაღთან მოქცევის დისციპლინის პრობლემებია, რადგან ოფიცრებს ასეთი სიტუაციებისთვის თითქმის არასდროს ავარჯიშებენ და თან გადაღლილები და შეშინებულები არიან. 

ჯეიმსი არ ემხრობა ამ იარაღის გამოყენებას დემონსტრაციის დასაშლელად, თუმცა ამბობს, რომ არალეტალურ იარაღს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამართალდამცველი ორგანოების არსენალში. ჯეიმსის თქმით, თუ პოლიციელების რაოდენობა ბევრად მეტია მომიტინგეებზე, ასეთი იარაღი სერიოზული საშიშროებაა. თუმცა მისივე თქმით, თუ სამართალდამცველს წაართმევენ ნაკლებად ლეტალურ იარაღს, სათადარიგო ვარიანტად მომაკვდინებელი ძალა რჩება. 

Facebook Comments

ახალი დადებული