Advertisements

ნანუკა ჟორჟოლიანი: საშიშროებისგან გარბოდნენ გირგვლიანიც და შაქარაშვილიც

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისიც გირგვლიანივით საშიშროებას გაურბოდა და წყალში გადავარდა.

Nusagi

„საშიშროებისგან გარბოდა გირგვლიანი. ხევში გადავარდა, ყინვის და იმის გამო, რომ ამოსვლა და სხვისთვის ხმის მიწვდენა ვერ მოახერხა, გარდაიცვალა. რომ არ გაკიდებოდნენ, ხევამდე არ მივიდოდა. წავიდოდა სახლში.

საშიშროებისგან გარბოდა შაქარაშვილიც. ან ცუდი ხილვადობის გამო, ან ფეხი დაუცურდა, არ ვიცით ჯერ, ფაქტია წყალში გადავარდა და გარდაიცვალა და ფაქტია მას მისდევდნენ, ამიტომაც გარბოდა.

გაიქცა და გაუჩინარდაო არ ამბობდნენ გირგვლიანზე. ამბობდნენ მოკლესო. ასე მოკლეს ეს ბავშვიც“,-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელში.

ჟურნალისტის სტატუსს ფეისბუქის მისსავე კედელზე მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღნიშნული შედარება დაუშვებლად მიაჩნიათ, რადგან გირგვლიანის შემთხვევაში, საქმეში სამართალდამცველები ფიგურირებდნენ, სიკვდილამდე მათ მიერ იქნა მოტაცებული და ნაწამები სანდრო გირგვლიანი. გიორგი შაქარაშვილის შემთხვევა კი, ახალგაზრდების კონფლიქტს უკავშირდება, გარდაცვალების გარემოებები კი ჯერ გამოძიებული არ არის.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული