ნაცსექტანტებო, მწარე სიმართლეს კიდევ არაერთი უცხოელი პარტნიორისგან გაიგებთ

ფსკერის ფსკერიც აღარ ჰქვია იმას, რასაც ნაცსექტა აკეთებს გერმანიის ელჩზე ორკესტრირებული შეტევით,- ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გერმანიის ელჩზე ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ შეტევას.

გია აბაშიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს და ამბობს, რომ მწარე სიმართლეს სხვა უცხოელი პარტნიორებისგანაც გაიგებენ.

„არ მოეწონათ ბოროტ სექტანტებს ის, რომ ევროპელმა დიპლომატმა მკაფიოდ და საჯაროდ თქვა, რომ გიორგი (ჟორიკა) რურუა არაა პოლიტპატიმარი. არ მოეწონათ ნაცსექტანტებს ის, რომ კვლავ ითქვა საჯაროდ ტალიავინის კომისიის დასკვნა – ნაცხელისუფლება შემოუძღვა რუს ოკუპანტებს საქართველოში.
ნაცსექტანტებო, კარგად დაიმახსოვრეთ – მწარე სიმართლეს კიდევ არაერთი უცხოელი პარტნიორისგან გაიგებთ. ძველი დრო აღარაა, საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე რომ დომინირებდით“.

შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში. ელჩის განცხადებას ოპოზიციის ლიდერთა გაღიზიანება გამოიწვია.

Facebook Comments

ახალი დადებული