Advertisements

ჯგუფი Rolling Stones დონალდ ტრამპს სასამართლოში ჩივილით ემუქრება

ჯგუფი Rolling Stones აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასამართლოში ჩივილით ემუქრება, თუ ის ანსამბლის სიმღერებს წინასაარჩევნო მიტინგებზე გამოიყენებს. ამის შესახებ „ბიბისი“ იურისტების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

Nusagi

ჯგუფის იურისტებმა განაცხადეს, რომ ტრამპმა ორჯერ გამოიყენა სიმღერა Can’t Always Get What You Want თავის მიტინგებზე. პირველად 2016 წელს, მეორედ კი, 2020 წელს ოკლაჰომაში. 2016 წელს ანსამბლმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ტრამპს.

იურისტების განცხადებით, ისინი ცდილობენ შეაჩერონ ტრამპის მიერ „როლინგ სტოუნსის “ სიმღერების უკანონო გამოყენება. მათი თქმით, ტრამპი ინფორმირებულია, თუმცა მათ მოთხოვნას იგნორირებს. 

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული