ნანუკა ჟორჟოლიანმა გირგვლიანი-შაქარაშვილის საქმეებს შორის სხვაობა დაინახა და პოსტი ჩაასწორა

Nusagi

ნანუკა ჟორჟოლიანის ფესიბუქპოსტში, სადაც ის სანდრო გირგვლიანისა და გიორგი შქარაშვილის გარდაცვალებას ერთმანეთს ადარებს, ჩასწორება გაჩნდა.

მას შემდეგ, რა ჟურნალისტს თავისსავე გვერდზე მიუთითეს, რომ შედარება არასწორია, პოსტს დაემატა წინადადება, სადაც ჩანს, რომ აღნიშნულ ორ ტრაგედიას შორის ჟორჟოლიანმა მინიმუმ ერთი სხვაობა დაინახა.

„სხვაობა ისაა რომ გირგვლიანი პოლიციელების მსხვერპლი იყო და გიორგი კრიმინალების“,-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

აღნიშნილი პოსტის კორექტირების ისტორიაში კარგად ჩანს, რომ ჟორჟოლიანმა პოსტი რამდენჯერმე ჩაასწორა. აღსანიშნავია, რომ პირველ ვერსიაში ის ითხოვდა, რომ შაქარაშვილის საქმეზე უნდა იყოს იგივე მუხლი, რა მუხლითაც ითხოვდა საზოგადოება გირგვლიანის საქმის მონაწილეების დასჯას. თუმცა ეს წინადადება მალევე წაშალა.

მომდევნო ვერსიაში აღნიშნული აბზაცი ქრება, ხოლო 1 საათის შემდეგ, როდესავ ჟურნალისტს განუმარტეს, რომ გირგვლიანისა და შაქარაშვილის შემთხვევებს შორის დიდი სხვაობაა, ჟორჟოლიანმა პოსტი საბოლოოდ დააკორექტირა და დაამატა: „სხვაობა ისაა რომ გირგვლიანი პოლიციელების მსხვერპლი იყო და გიორგი კრიმინალების“.

მოგვიანებით, ჟორჟოლიანმა პოსტი საერთოდ წაშალა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: