Advertisements

გია აბაშიძე: ესაა ცეცხლი და წუნწუბაი ნაცოპოზიციის თავზე, რომელმაც “პოლიტიკურ ლიდერად” საკუთარი ნებით ჟორიკა რურუა გაიხადა

დიპლომატიური ენა უფრო საყოველთაოდ გასაგები გავხადო, დავწერ ამგვარად: ესაა ცეცხლი და წუნწუბაი უპასუხისმგებლო ნაცოპოზიციის თავზე, რომელმაც “პოლიტიკურ ლიდერად” საკუთარი ნებით გიორგი (ჟორიკა) რურუა გაიხადა. წარმატებები მათ კატასტროფულ პოლიტიკურ დევალვაციაში!,-ასე ეხმაურება ანალიტიკოს გია აბაშიძე ფასილატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ.

Nusagi

ფასილატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო საკონსტიტუციო ცვლილებების წარმატებით დასრულება და ვწუხვართ, რომ ზოგიერთმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
– გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში: მე ის აღვნიშნე, რაც 8 მარტს მიღწეულ წერილობით შეთანხმებაში შედის. ვიცი, რომ პოლიტიკაში, არამხოლოდ ქართულ პოლიტიკაში არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ხალხი ძალიან სწრაფად აჟიტირდება, იყენებენ საკმაოდ ხისტ ენას და საშუალებებს საკუთარი აზრის გამოსახატად. ეს არ არის ძალიან მოულოდნელი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სფეროში მოღვაწე ადამიანებმა პატივი სცენ ერთმანეთს და იმედი მაქვს, რომ ეს გამოცდილება საქართველოში ხელს შეუწყობს ამის განვითარებას.
– „დღეს ისტორიული დღეა. კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი და პლურალისტული იქნება და მეტ ადამიანს ექნება საშუალება, საქართველოს მომავლის შენებაში შეიტანოს წვლილი. ვულოცავ საქართველოს ხალხს, მათი ნება ურყევია“, – წერს საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი.
– ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში ყველა არ მონაწილეობდა
– ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას მიესალმებიან. მავდროულად, თანამომხსენებლები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ პოლიტიკური შეთანხმების შედეგად, არ მოხდა უფრო ნაკლებად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შექმნა…

დიპლომატიური ენა უფრო საყოველთაოდ გასაგები გავხადო, დავწერ ამგვარად: ესაა ცეცხლი და წუნწუბაი უპასუხისმგებლო ნაცოპოზიციის თავზე, რომელმაც “პოლიტიკურ ლიდერად” საკუთარი ნებით გიორგი (ჟორიკა) რურუა გაიხადა. წარმატებები მათ კატასტროფულ პოლიტიკურ დევალვაციაში!,-წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული