Advertisements

ვიოლა ფონ კრამონი: ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას – სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში

ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში. ამ მიღწევამ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი უნდა გახადოს, – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერის შეფასებისას.

Nusagi

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა.

კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული