მარიო გომესმა კარიერა დაასრულა

Nusagi

„შტუტგატის“ ფორვარდმა მარიო გომესმა პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში „შტუტგარტმა“ ანგარიშით 1:3 წააგო „დარმშტადტთან”, მაგრამ დარჩა მეორე ადგილზე და გადავიდა უმაღლეს დივიზიონში. მატჩის შემდეგ, 34 წლის გომესმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს და განაცხადა, რომ მიდის სპორტიდან.

„ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ კარიერის ბოლოს დავუბრუნებდი ვალს „შტუტგარტს“ ძალიან მადლიერი ვარ კლუბის, ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ვეთხოვები მას ასეთი დიდი წარმატებით. „შტუტგარტის“ დაბრუნება ბუნდესლიგაში – ეს იყო ჩემი ბოლო მისია,“ – განაცხადა ფეხბურთელმა.

ერთადერთი გოლი „დარმშტადტის“ კარში სწორედ გომესმა გაიტანა.

მარიო „შტუტგარტის“ აღზრდილია და ამ გუნდში 2007 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: