მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, 1 ივლისს აშშ-ს საელჩოსთან შეუერთდნენ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგს

Nusagi

მიმაჩნია, რომ ძალები, რომლებიც წარმოადგენენ მემარჯვენე კონსერვატიულ ძალებს საქართველოში, უნდა გაერთიანდნენ, რადგან საქართველოს რეალობაში არ მოხდეს გადმოტანა იმის, რაც აშშ-ში ხდება,-ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ნიკოლოზ ჩხეიძემ Alt info-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ემიგრანტებმა აშშ-ში დააფუძნეს ორგანიზაცია „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი“,- რომელიც გააერთიანებს იმ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პროცესებს, რაც დღეს აშშ-ში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, აშშ-ში ალიანსი ითანამშრომლებს სხვადასხვა სათვისტომოებთან, შეიქმნება ერთობლივი საბჭო, რომელიც დაიცავს ბრუკლინში მათ საკუთრებას და ოჯახებს მაროდიორებისგან.

„ვაპირებთ, მოხდეს გაერთიანება სახვადასხვა სათვისტომოების, რათა მოხდეს პატრულირება ბრუკლინში და არ მოხდეს ის, რაც მანჰეტენზე მოხდა. ვეცდებით დავიცვათ ჩვენი საკუთრება და ჩვენი ოჯახები, რადგან დღეს პოლიცია ძალიან დასუსტებულია. ნიუ იორკის მერი ბილ დე ბლაზიო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაასუსტოს სამართალდამცველები და არ აღუდგეს უკანონობებს“,-აცხადებს ნიკოლოზ ჩხეიძე.

მისივე თქმით, პირველ ივლისს ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის ქართული ოფისი აპირებს, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან გამართოს პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი ღონისძიება.

„ ყველას გეპატიჟებით. მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, შემოგვიერთდეს ამ ალიანსში, რათა მოხდეს მტრული ძალების დაბალანსება. ჩვენ ამ გაერთიანებით უნდა წავიდეთ არჩევნებზე, რადგან გვახსოვს, 2012 წლამდე ლიბერალიზმის სახელით საქართველოში განხორციელებული ტერორი. ის რაც დღეს ხდება აშშ-ში, არის მსოფლიო მიმართულების შეცვლის მცდელობა და ამას ლიბერალურმა ძალებმა არ უნდა მიაღწიონ, დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა. აქედან გამომდინარე განვითარდება მსოფლიო ისტორია. ეს ბრძოლა მიდის ყველა ქვეყანაში“,-განაცხადა მან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: