ნიკოლოზ ჩხეიძე: ის, რაც დღეს ამერიკაში ხდება, არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ასე დაიწყო ჰიტლერმაც, როცა პოლიციას შეუტია

Nusagi

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის სათავეში მოექცა ულტრალიბერალური, ნეოლიბერალური ძალები, რომლებიც ცდილობენ რევანში აიღონ ტრამპის გამარჯვებიდან 3 წლის თავზე. ის, რაც დღეს ამერიკაში ხდება, არის ჩვეულებრივი ფაშიზმი.-ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ნიკოლოზ ჩხეიძემ alt info-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ასე დაიწყო ჰიტლერმაც, როდესაც პოლიციის გაუქმებაზე წავიდა, რათა შემდეგ მის ბოევიკებს აეღოთ ქალაქები. 

„პირველ რიგში ეს არის ძალიან გამოკვეთილი პიროვნული ზიზღი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. ეს არის მისი პიროვნული მიუღებლობა, მისი გაშავება, მისი გამონათქვამების ინტერპრეტირება. ვრცელდება ფეიკ-ნიუსები მის გამონათქვამებზე, რომლებიც კონტექსტიდანაა ამოღებული. 

დღეს აშშ-ს სასწავლებლებში სტუდენტებს ძირითადად ასწავლიან მემარცხენე სოციალისტური შეხედულებების მქონე ლექტორები. ამ სასწავლებლებში ლექციის ჩასატარებლად არ უშვებენ კონსერვატორული შეხედულების მქონე მასწავლებელბს, რომლებსაც უნდათ, თავისი იდეები გაუზაიარონ სტუდენტებს, შედეგად, ეს სტუდენტები ყველა დღე ქუჩაში დგას აქციებზე“,- აცხადებს ნიკოლოზ ჩხეიძე.

მისი თქმით, რაც დღეს ხდება, არ არის ტრამპის სისუსტე, ეს არის ადგილობრივი დემოკრატიული სისტემის ბრალი. ზოგიერთი შტატის ხელმძღვანელი პირდაპირ დაუმორჩილებლობას უცხადებს ტრამპს.

„წარმოიდგინეთ, რა დღეშია დონალდ ტრამპი, რომელიც არ არის პოლიტიკოსი და პრეზიდენტად მოვიდა მხოლოდ ხალხის სურვილით.  ის არის ბოლო მოჰიკანი პოლიტიკურ ელიტაში, რომელიც ქვეყნისთვის კონსერვატიული იდეების შენარჩუნებისთვის მყარად დგას. მან ამ 3 წლის განმავლობაში მართლაც ბევრი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის და იმ რელსებზე დაბრუნებისთვის, რაზეც თავის დროზე ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა იზრუნეს“,-განაცხადა მან.

ნიკოლოზ ჩხეიძის თქმით, სამწუხაროდ, აშშ-ში დღეს მთელი მედია, გარდა fox news-სა, ასევე სოციალური ქსელები არის ლიბერალური.

„ფეისბუქმა რამდენიმე დღის წინ დაბლოკა ტრამპის საარჩევნო კლიპები, youtube-მა დაბლოკა ძალიან ბევრი ვიდეო, იგივე ხდება google-ში. ხდება ფეიკ ნიუსების ტოტალური შეტევები ტრამპის წინააღმდეგ, ტვიტერში რომ აკრიფოთ სიტყვა რასისტი, პირდაპირ გიგდებთ ტრამპის ფოტოს. ასევე ძალიან ძლიერია სოროსის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“. ჰოლივუდის ვარსკვლავები, მთელი აკადემიერი სპექტრი ლიბერალური მიმართულებისაა.

პოლიციის მხრიდან ძალადობა ყოველთვის იყო, თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადამიანი შავკანიანი იყო, თეთრკანიანი, თუ კარიბის ზღვის წარმომადგენელი. აბსურდია საუბარი სისტემურ რასიზმზე. პოლიციას ამერიკაში დიდი უფლებები აქვს, რადგან ეს არის ძალიან ჭრელი ქვეყანა და კანონის დაცვა ხდება მკაცრი პოლიციური მეთოდებით. ნიუ-იორკის ყოფილ მერ ჯულიანომდე ქალაქში ამოტრიალებულ, დამწვარი მანქანებს ნახავდით, მანჰეტენზე ვერ გაივლიდით, ისეთი კრიმინალური სიტუაცია იყო. როდესაც ჯულიანომ მისცა პოლიციას დიდი ძალაუფლება, ძალიან მალე ნიუ იორკი იქცა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად. დღეს ძალიან ბევრი პოლიციელი იღუპება, რომლებსაც წინააღმდეგობას უწევენ შეიარაღებული პირები, მეტწილად, აფროამერიკული წარმოშობის. ამერიკაში ისინი მოსახლეობის 12 %-ს წარმოადგენენ, მაგრამ დანაშაულის 40% მათზე მოდის“,-აცხადებს ნიკოლოზ ჩხეიძე.

მისივე თქმით, black life matter, antifa. და 150-მდე სხვა ორგანიზაცია, დაფინანსებულია ლიბერალური პოლიტიკური და ბიზნეს ელიტებიდან.

„თუმცა, თქვენ თუ გადაურიცხავთ თანხას მაგალითად  black life matter-ს, რომელიც შავკანიანთა სოციალური პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული, შემდეგ თუ გაყვებით ამ თანხას, ნახავთ, რომ ეს ფული დემოკრატიული პარტიის ჯიბეში მიდის. გადარიცხული თანხის მხოლოდ 6 % რჩება ორგანიზაციას შავკანიანთა პირობების გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, გამოვიტანოთ დასკვნა, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. დღეს ამერიკაში ბევრს თავი ფანტასტიკური ჟანრის ფილმში ჰგონია, წარმოუდგენელი რამეები ხდება.  ეს არ არის აფროამერიკელების აჯანყება რასიზმის წინააღმდეგ. თვითონ შავკანიანი აქტივისტები ადასტურებენ, თუ რაოდენ თითიდან გამოწურული თემაა სისტემური რასიზმის არსებობა ამერიკაში“,-განაცხადა მან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: