Advertisements

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ დღევანდელი სიტუაცია შენარჩუნდება, არჩევნების ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება

თუ დღევანდელი სიტუაცია შევინარჩუნეთ არჩევნების ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება , – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

Nusagi

„განვიხილეთ პრინციპების დონეზე წარმოდგენილი დოკუმენტი, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, როგორ უნდა მისცენ ხმა კოვიდინფიცირებულებმა, კარანტინში მყოფებმა და ასევე თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა. ეს პრინციპები დაკონკრეტდება ცესკო-ს შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რომელიც შემუშავდება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. აქ საუბარია, როგორც ამომრჩევლის უსაფრთხოებაზე, რომ დაცული იყოს მისი უსაფრთხოება, ასევე საარჩევნო კომისიის წევრების უსაფრთხოებაზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები, იმ ნორმატიულ აქტებში მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ, რომელიც ცესკო-მ უნდა შეიმუშაოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული