აშშ-ში ცოლ-ქმარმა დემოსტრანტებისგან თავიანთი საკუთრება იარაღით დაიცვა

აშშ-ში, სენტ-ლუისში მცხოვრებმა წყვილმა დემონსტრანტებს იარაღი მიუშვირა. პროტესტის მონაწილეები ქალაქის მდიდრულ რაიონში, მერის სახლისკენ მიემართებოდნენ, რათა მისი გადადგომა მოეთხოვათ. თუმცა, გზად წყვილის მეზობლად, ჭიშკარი შეამტვრიეს და შესვლა სცადეს.

მედიის ცნობით, მერის საწინააღმდეგო მიტინგზე დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფებოდა, ისინი მერის მიერ ბრიფინგზე იმ ადამიანების დასახელებას აპროტსტებდნენ, ვინც პოლიციისთვის დაფინანსების შემცირებას ითხოვდა. მომიტინგეებს პლაკატები ეჭირათ წარწერით: „ლიდა წადი და თან წაიყვანე შენი კოპები“.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ იცავს ერთ-ერთი ძვირადღირებული სახლის პატრონი ცოლ-ქმარი თავის საკუთრებას. ფეხშიშველ მამაკაცს ხელში ნახევრადავტომატური იარაღი უჭირავს, მისი ცოლი კი, დემონსტრანტებს იარაღს უშვერს.  

სახლი, რომელიც წყვილმა თავისი სიცოცხლის ფასად დაიცვა, ქალაქში კარგად არის ცნობილი. 2019 წელს, კაპიტალური რემონტის შემდეგ ადგილობრივმა ჟურნალმა სახლის ფოტოები გამოაქვეყნა. შენობას მოოქროვილი ჭერი და ძვირფასი მარმარილოს კიბე აქვს.

სოციალურ ქსელში ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, ცოლ-ქმრის მისამართით შეურაცხმყოფელი  პოსტები და კარიკატურები გავრცელდა.

Facebook Comments

ახალი დადებული