Advertisements

„გერმანიის ელჩის ლანძღვით გერმანიას რომ ლანძღავთ, ამდენს ვერ ხვდებით?!“ – ბონდო მძინარაშვილი ოპოზიციას მიმართავს

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში

Nusagi

“ხალხო, რას აკეთებთ?! გერმანიის ელჩის ლანძღვით გერმანიას რომ ლანძღავთ, ამდენს ვერ ხვდებით?!
ყოფილმა სახელმწიფო მოხელეებმა ის მაინც არ იცით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გერმანიამ რა დახმარება გაუწია საქართველოს?!
გერმანიის თანხმობის გარეშე ევროკავშირში და ნატოში როგორ შევალთ?! იქნებ, ძალიან კარგად გესმით გერმანიის მნიშვნელობა და ამიტომაც ამოიგდეთ ბეჭი გერმანელ დიპლომატზე თავდასხმით?!
პოლიტიკოსებს მივმართავ, თორემ უბრალო სექტანტების აზრი არავის აინტერესებს!”-წერს ბონდო მძინარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა და საპარლამენტო ოპოზიციას ურჩია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასა და კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა, რასაც ოპოზიციის უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.

„მე არ მგონია რომ გერმანიის ერთ-ერთი ყოფილი კანცლერისთვის საამაყო იყოს „გაზპრომთან” თანამშრომლობა. ეს (გერმანიის) ელჩიც (ჰუბერტ ქნირში) შრიოდერის წრეში იყო და შესაძლოა მას გარკვეულწილათ პიეტეტები ან მეტი სიფრთხილე აქვს რუსეთთან მიმართებაში, ამ თვალსაზრისით ამოვარდნილია ამ საერთო სივრციდან”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში განაცხადა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed