მაღლივ კორპუსში ახალი სტუდენტური სივრცე მოეწყო (ფოტოები)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე (მაღლივი) კორპუსში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. 😊

 მაღლივ კორპუსის ფოიე თანამედროვე დიზაინის ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა. ახალი გარემო სტუდენტებს კითხვის, დასვენების, სოციალური ინტერაქციის საშუალებას მისცემს.

ახალი სტუდენტური სივრცე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ და “საქართველოს ბანკის” ბრენდ-მენეჯერმა ალექსანდრე ჩიქობავამ დაათვალიერეს.

Facebook Comments

ახალი დადებული