ნიკა გვარამია სააკაშვილთან და ადეიშვილთან ერთად გაბუნიას საქმეს ელისო კილაძის დახმარებით კერავდა – ოლეგ დეინეკა

Nusagi

გიორგი გაბუნიაზე შესაძლო თავდასხმის ბოროტ გეგმაში მიხეილ სააკაშვილის თანამომაწილეობა დადასტურდა – ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს “Новости Украины” გენერალურმა დირექტორმა ოლეგ დეინეკამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
მისი თქმით, სააკაშვილმა წინასწარ იცოდა ჟურნალისტის მკვლელობის მომზადების შესახებ და ამას უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს უმალავდა. 
„როგორც ირკვევა მან წინასწარ იცოდა თავისივე ტელეარხის ჟურნალისტზე მკვლელობის მცდელობის სამზადისის შესახებ და ამას უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს უმალავდა. ეს მტკიცდება სატელეფონო საუბრით სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შორის” – განაცხადა დეინეკამ. 
პრესკონფერენციას ესწრებოდა საინფორმაციო სააგენტოს პროდიუსერი ვალერი ტოლმაჩი, რომლის ინფორმაციით,  მიხეილ საკაშვილთან დაკავშირებული დიპლომატები, ბიზნესმენები და ჟურნალისტები, ეწეოდნენ  გიორგი გაბუნიას უპრეცედენტო საერთაშორისო მედია-კამპანიას, რომლის სიცოცხლეზეც საბოლოოდ იგეგმებოდა თავდასხმის მცდელობა.„შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის აღშფოთების, პროტესტის და შესაძლო პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა შეეძლო ტელე-ჟურნალისტის მკვლელობას. ახლა წარმოვიდგინოთ ამ ინციდენტის საერთაშორისო რეზონანსი, თუკი მოესწრებოდა გაბუნიას პიარ-კამპანიის განხორციელება“ – განაცხადა ვალერი ტოლმაჩმა. მისივე თქმით,   ამ საერთაშორისო პროექტის რეალიზაციის მიზნით, მათ სთხოვეს დაკავშირებოდნენ ამ  პროექტის  მომავალ კურატორს , ელისო კილაძეს. 
ოლეგ დეინეკას თქმით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან  გაიგეს, რომ ელისო კილაძე რამდენჯერმე იყო ნამყოფი უკრაინის ბორისპოლის აეროპოპრტში, სადაც მას ხვდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვა. 
ამის დასტურად პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა წარმოადგინეს ვიდეო, სადაც ელისო კილაძეს ბორისპოლის აეროპორტში, მიხეილ სააკაშვილის დაცვა დახვდა. 
„მოგვიანებით ჩვენმა ერთმერთმა წყარომ დაგვიდასტურა კილაძისა და სააკაშვილის ფინანსური თანამშრომლობის ფაქტი, კერძოდ მისი რეგულარული ავიარეისების გადახდის სახით და ასევე ჯილდოს სახით, რომელსაც იგი თითქოს დამოუკიდებელ ჟურნალისტს უხდიდა» – განაცხადა ოლეგ დეინეკამ. 
ვალერი ტოლმაჩის ინფორმაციით, სწორედ ელისო კილაძეს უნდა გაეწია კურატორობა და საერთაშორისო ჟურნალისტთა გუნდის ორგანიზება ამ მსხვილმასშტაბიანი საერთაშორისო პიარკამპანიისთვის, რომელიც ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას წინსვლას ემსახურებოდა , როგორც მომავალი ოპოზიციური ლიდერის, რომელიც სააკაშვილის ალტერნატივა იქნებოდა. „მაშინ უკვე უცნაურად გვეჩვენა ორი რამ. პირველ რიგში ის, რომ მიხეილ სააკშვილის მომავალ ალტერნატივად წამოყენებული იყო ჟურნალისტი , რომელიც ცნობილია პუტინის მისამართით პირდაპირ ეთერში გაკეთებული უცენზურო მიმართვით იმ არხზე, რომელიც ეკუთვნის სწორედ სააკაშვილს. მეორე კი ის გარემოება გვეჩვენა უცნაურად, რომ გიორგი გაბუნიას პოლიტიკური პრომო კამპანია უნდა წარმართულიყო სააკაშვილთან დაახლოებული ჟურნალისტის კურატორობით, თუმცა მასთან ჩვენ პირდაპირ კავშირზე უნდა გავსულიყავით, შუამავლის გარეშე. იგი უნდა ყოფილიყო გიორგი გაბუნიასთან შუამავალი და მისი მედია-პოლიტიკური პიარის კურატორი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ მოლდოვაში , პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში” – განაცხადა ოლეგ დეინეკამ. 
მისივე თქმით, არსებობს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი სააკაშვილსა და ადეიშვილს შორის. „ადეიშვილი არ არის უბრალო ფიგურა, ეს არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, როემლიც ამ დრომდე იძებნება ზუსტად იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც განხორციელდა საქართველოში სააკაშვილის მმართველობის დროს. არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მას აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით და 6 თვით თითოეული დანაშაულისთვის” – განაცხადეს პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა.  
„ის არის ადამიანი , რომელიც აწარმოებს ყველა ფინანსურ ოპერაციას ელისო კილაძესთან ერთად, რომელიც კურირებდა გიორგი გაბუნიას საქმეს. ის ჩამოფრინდა კიევში, სააკაშვილთან პოლიტიკურ თემებზე მოსალაპარაკებლად და მისი გადაადგილების ფინანსური მხარეს სწორედ ადეიშვილი აკონტროლებდა. ამ სატელეფონო საუბარში სააკაშვილი და ადეიშვილი საუბრობენ გაბუნიაზე. სააკაშვილი საუბრობს, რომ მან იცოდა გაბუნიას მკვლელობისთვის მზადების შესახებ.  ჩვენ ვთხოვეთ ქართველ კოლეგებს, მოესმინათ ამ ჩანაწერისთვის. გვაინტერესებდა ნამდვილად იმაზე საუბრობდნენ თუ არა  რა ინფორმაციაც გავრცელდა. რადგან ჩვენ არ ვიცით ქართული ენა, მათ დაგვიდასტურეს რომ ჩანაწერი ზუტად ამ შინაარსის იყო, სიტყვა სიტყვით გაშიფრული და რომ ეს ხმები ნამდვილად იყო სააკაშვილისა და ადეიშვილის. რომ ნიკა გვარამია, მთავარი არხის ხელმძღვანელი პირი, ნამდვილად არის სააკაშვილისა და ადეიშვილის ქვეშევრდომი, რომელიც ადეიშვილთან და სააკაშვილთან ერთად კერავდნენ გაბუნიას საქმეს ელისო კილაძის დახმარებით” – განაცხადეს პრესკონფერენციაზე. 
მათივე თქმით, სააკაშვილი უკრაინას არა მარტო ჟურნალისტების და საზოგადო აქტივისტების მოკვლით ემუქრება, იგი ღიად იმუქრება უკრაინაში შიმშილზე.
„საკაშვილი ემუქრება ჩვენს ქვეყანას  არა მარტო ჟუნალისტების და საზოგადო აქტივისტების მოკვლით, სააკაშვილი უკვე ღიად იმუქრება ჩვენს ქვეყანაში შიმშილზე. ანუ, ადამიანი, რომელიც აქ ვითომდა წესრიგის დასამყარებლად ჩამოვიდა და რეფორმების გასატარებდლად, უკცვე აფრთხილებს ქვეყანას რომ იქნება შიმშილი.  სააკაშვილი არის ქართველი, მას აქვს პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც უნდა აიკრაძალოს, რადგან ის არის საფრთხე ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. უფრო მეტიც, ის ანგრეევს ამ სახელმწიფოს, ვგულისხმობ საქართველოს და ეს უკვე ჩვენი ქვეყნის დანგრევასაც ემსახურება. ის ქართველია, მისი ადგილი საქართველოშია, წავიდეს და იქ არკვიოს პრობლემები, კრიმინალური საქმეები რომლებიც უნდა დახუროს ???  სხვა შემთხევევაში, ჩვენ მივმართავთ სამართლდამცველ ორგანოებს,   შეისწავლოს ეს ფაქტიც და ასევე ყველა ის საქმე, რომელიც მისი და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ არის აღძრული საქართველოში. ამ  დანაშაულებისთვის უნდა დაისაჯოს აქ, უკრაინის ტერიტორიაზე. ის წარმოადგენს საფრთხეს ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის და მთლიანად უკრაინის მოსახლეობისთვის” – განაცხადეს პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: