Advertisements

რატომ თვლიან ოპოზიციონერად ჩხარტიშვილის სიძეს, ვერ მივხვდი

რაც თავი მახსოვს, გიორგი ვაშაძე ყველა არჩევნებში მონაწილეობს. ერთ პროცენტზე მეტი კაცს არასდროს არაფერში აუღია და ისანში მაჟორიტარად რატომ ასახელებენ ? – ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას განაცხადა.

Nusagi

მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ თვლიან ჩხარტიშვილის სიძეს ოპოზიციონერად.

„მერობის არჩევნებში, იმ არჩევნებში, ამ არჩევნებში, ერთ პროცენტზე მეტი კაცს არასდროს არაფერში აუღია და ისანში რატომ ასახელებენ? კიდევ ერთი, რატომ თვლიან ოპოზიციონერად ვანო ჩხარტიშვილის სიძეს ვერაფრით ვერ მივხვდი. ყველამ იცის, რომ მისი სიმამრი ამ ქვეყნის გამაღატაკებელი ვანო ჩხარტიშვილია. თან ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელია და ყველა ჭუჭყიანი ბიზნესის დამლაგებელია მითიურ უჩა მამაცაშვლთან ერთად. ეს კაცი კიდევ, ჯერ ოპოზიციონერად წარმოაჩინეს და მერე ისანში მაჟორიტარად დააყენეს. ვინმემ მითხრას რა მათემატიკით, რა კვლევით, რა შედეგებით დააყენეს? გამაგებინოს ვინმემ ამ ოპოზიციაში თავს იტყუებენ, თვალები ამოლესილი აქვთ, ამოგლესილი აქვთ თუ როგორ არის ეგ ამბავი? მაშინ ვთქვათ, რომ სოსო გოგაშვილიც ოპოზიციონერია და ისიც არანაკლებ ფულს დახარჯავს“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული