დღეიდან, გარკვეულ პირებს პენსია ეზრდება

Nusagi

70 წელს ზემოთ პენსიონერებს, დღეიდან პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს. გარდა ამისა, იზრდება მაღალმთიან სოფლად მცხოვრები პენსიონერების პენსიაც და ის 300 ლარით განისაზღვრება. პენსიების ზრდა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ და სხვა ეკონომიკურმა უწყებამ იმუშავა.

დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი სამმაგდება

1-ლი ივლისიდან დაზღვეული დეპოზიტის მოცულობა გასამმაგდება. შედეგად, დღეს არსებული 5 ათასი ლარის ნაცვლად ის 15,000 ლარს მიაღწევს. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მასში ყველა კომერციული ბანკია გაწევრიანებული. ამ სისტემაში ბანკები სააგენტოს დაზღვევისთვის პრემიას უხდიან, რაც ბანკში განთავსებული ლარის დეპოზიტების 0.067% და უცხოური ვალუტის დეპოზიტების 0.1%-ის ტოლია.

Facebook Comments
%d bloggers like this: