Advertisements

„ვეთანხმები ქალების კვოტირების თემას საპარლამენტო სიაში და გამეხარდება, თუ მიიღებენ“

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საარჩევნო კოდექსში ქალთა კვოტირების შესახებ დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება:

„ქალების კვოტირებას არ ვემხრობოდი არასდროს, ჩემ წრეზე დაკვირვებით, ჩემი მენეჯერული გამოცდილებით, ამ ქვეყანაში მგონი კაცები უფრო იმსახურებენ კვიტირებას. საერთოდაც, არც ერთი უჯრედის დონეზე არ მესმის, ქალი როგორაა კაცზე ნაკლები, მეტიც, ასე როგორ შეიძლება ვინმეს ეგონოს, როგორ შეიძლება სქესის გამო ხელფასი ნაკლები ქონდეს ქალს და ასე შემდეგ. საერთოდ არ მესმის და არც ჩემ წრეში ვაწყდები მსგავს წარმოუდგენელ აბსურდებს.

ზოგადად, ამერიკული განათლებაც, შინაგანი განწყობაც და ლოგიკაც არავითარ სიმპატიას არ მიჩენს პოზიტიური დისკრიმინაციის მიმართ.

მაგრამ, ვინც ამ საკითხის სპეციფიკაზე მუშაობს, ერკვევა ჩემზე უკეთ და ფლობს სიტუაციას, აი ამ ხალხს სრულიად ვენდობი. ამიტომაც, ვეთანხმები ქალების კვოტირების თემას საპარლამენტო სიაში და გამეხარდება, თუ მიიღებენ“ – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული