პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი დაამტკიცა

Nusagi

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა.

ზაზა აბაშიძის კანდიდატურას 98-მა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.

ბონდო მძრინარაშვილის კანდიდატურა 95 მომხრე ხმით 13 წინააღმდეგ დამტკიცდა.

გრიგოლ მურღულიას კი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ერთი წინააღმდეგი იყო.

რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, დოდო შონავას, მას 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო. თუმცა, კენჭისყრაზე კვორუმი 76 დეპუტატი იყო, შესაბამისად კანდიდატურა არ დამტკიცდა.

სამეურვეო საბჭოს წევრად-მეურვედ ასარჩევად გრიგოლ მურღულიას კანდიდატურა წარადგინეს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა – „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება-მრეწველები“, „ქართული ოცნება-მწვანეები“, „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“, „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“ და „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“.

ბონდო მძინარიშვილის კანდიდატურა წარადგინეს დეპუტატებმა – მირიან წიკლაურმა, გია ჟორჟოლიანმა, გიორგი მოსიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ირმა ინაშვილმა, ემზარ კვიციანმა, გიორგი ლომიამ, ადა მარშანიამ, დავით ჭიჭინაძემ, კობა ნარჩემაშვილმა, მარიამ ჯაშმა, ბიძინა გეგიძემ, გიორგი ბეგაძემ და გელა მიქაძემ.

ზაზა აბაშიძის კანდიდატურა წარადგინეს პარლამენტის წევრებმა დავით ბაქრაძემ, აკაკი ბობოხიძემ, გიორგი ბოკერიამ, თენგიზ გუნავამ, ლაშა დამენიამ, გიორგი კანდელაკმა, სერგი კაპანაძემ, ოთარ კახიძემ, ზაზა კედელაშვილმა, ირმა ნადირაშვილმა, ლელა ქებურიამ, გიორგი ღვინიაშვილმა, გიორგი წერეთელმა და ელენე ხოშტარიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძესა და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. სამ ვაკანტურ პოზიციაზე ერთი კანდიდატი პარლამენტს შესარჩევად უმრავლესობამ უნდა წარადგინოს, ორი კი – უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეოთხედმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 16 მარტს გამოცხადდა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, 31 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე შეჩერდა.

ipn.

Facebook Comments
%d bloggers like this: