სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია მაგალითი მივცეთ სხვებს

Nusagi

თავდაცვის ძალებისთვის ახალი ეტაპი იწყება განვითარებისა, გაძლიერებისა და რაც ალბათ ყველაზე მთავარია და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ინსტიტუციური მდგრადობისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე ისაუბრა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების თანამდებობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რამეთუ მას ევალება ჩვენი თავდაცვის ძალების ოპერატიული მართვა, დაგეგმვა, მზადყოფნა და მთლიანად განვითარება. მეთაურს აბარია უდიდესი პასუხისმგებლობა. მით უმეტეს, როცა ქვეყანა ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას დღეს კიდევ, როცა დარღვეულია დღეს კიდევ ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როცა მართვაში სამაგალითო მიზანდასახულობა და თანმიმდევრობა მოგვეთხოვება. ურთულეს გამოწვევებთან გამკლავებისთვის აუცილებელია მომავალზე ორიენტირება, შეუფერხებელი განვითარება და, რა თქმა უნდა, მტკიცე ნება საამისოდ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია მაგალითი მივცეთ სხვებს. საქართველოს თავდაცვის ძალებს აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა და მჯერა, რომ ამ თანამშრომლობის საბოლოო შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება საქართველოს და საქართველოს თავის ადგილს მოიპოვებს ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: