საქართველოში კლინიკებს მხოლოდ სასამართლოს დადგენილების საფუძველზე შეამოწმებენ

Nusagi

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კლინიკების შემოწმების უფლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ექნება.

შესაბამისი შესწორებები კანონში ჯანმრთელობის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა და მოიწონა.

კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტი კლინიკების მიერ სალიცენზიო წესების დაცვის კონტროლისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმია.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კლინიკები რეგულირების სააგენტომ უნდა შეამოწმოს, მაგრამ უნდა შეამოწმოს სასამართლოს გადაწყვეტილებით და არა მის გარეშე. საჭიროება გამომდინარეობს იქიდან, რომ არიან კლინიკები, რომლებიც არღვევენ სალიცენზიო წესებს, რაც არის მაღალი რისკის შემცველი პაციენტებისთვის”, -განაცხადა  ხუნდაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: