„ცხედარი დედას გადასცეს, სიტყვებით – “არ დაგავიწყდეს მეორეც რომ გყავსო” – გიორგი ბერეჟიანი ნიკა გვარამიას მიმართავს

Nusagi

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ბერეჟიანი სოციალურ ქსელში წერს:

„ნიკა გვარამია, შენს გამოსვლას ვუცქირე, სადაც იმ საწყალი შაქარაშვილის მკვლელობაზე ლაპარაკობდი. ძალიან მაგრა ილაპარაკე, ცრემლი მომადგა ლამის….
2008 წლის დეკემბრის ყინვიან დღეს, ორთაჭალის “რესბალნიცის” ქირურგიული კორპუსიდან ჩემს კორპუსში მივდიოდი, როცა რაღაც მანქანამ გადამასწრო და კორპუსის კარებთან გაჩერდა. საკაცით პატარა ბიჭი გადმოიყვანეს და მიმღებში შეიყვანეს. მძღოლს ვკითხე რა ხდება თქო.
“ღარიბ ოჯახშიო დაბადებული ბიჭი იყო, რაც სულაც არაა სირცხვილი, პირიქით”, ნიკა გვარამიას სიტყვიდან, “მას მოტივაცია უფრო ჰქონდა წინსვლისაკენ…”. დედა ჰყავდა მძიმედ ავად წამლის ფული არ ჰქონდათ. სპილენძი იპოვნა და ჯართში ჩააბარა – სამი წელი მიუსაჯეს 3 კილოგრამი სპილენძის “მოპარვისათვის” 17 წლის ბავშს. გლდანში ჯალათებმა კბილი მოუსინჯეს, საშინლად ბინძური სიტყვებით მოუკითხეს დედა და ოჯახის წევრები, რაზეც პასუხი მიიღეს. სასტიკად სცემეს. იმ ჯალათების შემდეგ მორიგეობაზე იგივე მოხდა. როცა მესამედ შეაგინეს ცემისაგან მწოლიარე ბავშვს – ბიჭმა გაჭირვებით, დახეთქილი ტუჩებიდან და დალეწილი ყბებვიდან ძლივს გამოსცრა “თქვენი დედაცო..”.
12 ჯალათმა აბანოში გაათრია ბავშვი, ვერ დადიოდა. ფეხებში ჩაკიდეს ხელები და ისე წაათრიეს.
სისხლში გათხვრილი სხეული დააგდეს საკანში და წავიდნენ. თანამესაკნეების დახმარებით ფეხზე წამოყენებული ბიჭი ტუალეტში შევიდა. ბიჭებმა ეჭვი აიღეს და ბეწვზე მიუსწრეს – როცა ჩამოხსნეს საკუთარ პერანგზე ჩამოკიდებული ბავშვი, ის ცოცხალი იყო. მიხვდნენ ბიჭები, რომ ღირსება დაკარგული ვერ იცხოვრებდა ღირსებით აღსავსე.
-მორიგე ექიმმა უარი განაცხადა მომაკვდავი ბავშვის მიღებაზე:
-ეს მაინც მოკვდება და მე რატომ დავიწერო “ლიშნი ტრუპი?”
გამწარებული მივარდი ექიმს:
-რა შვებით? გაგიჟდით მიხედეთ ბავშვს!
მაგრად არ მცემეს რამდენჯერმე მომცხეს და კიბის უჯრედზე შემაგდეს. როცა ჩემს უკან კარი დაიკეტა, ხმა გავიგონე – მოკვდაო. ღირსებით აღსავსე ბიჭი “ლიშნი ტრუპად იქცა”.
ცხედარი დედას გადასცეს, სიტყვებით, “არ დაგავიწყდეს მეორეც რომ გყავსო”. 2012 ის მერეც არ იჩივლეს ოჯახმა, ისევ ის ხალხია ყველგან, გვეშინიაო.
ბატონო ნიკა, რამდენი ასეთი “ლიშნი ტრუპებია” თქვენს კისერზე, ვინმემ იცის? ყალბად ჟღერს ნაცხროვის წევრისაგან, ნამდვილად მაგრად ნათქვამი სიტყვები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილზე თქვი!“ – წერს გიორგი ბერეჟიანი.  .

Facebook Comments
%d bloggers like this: