ამირან გამყრელიძე განმარტავს, როგორ უნდა გამოიყენოს აბიტურიენტმა გამოცდაზე პირბადე

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ როგორ უნდა გმაოიყენოს აბიტურიენტმა პირბადე განახლებული წესით.

როგორც იგი ამბობს, აბიტურიენტს პირბადის მოხსნა მხოლოდ მაგიდასთან შეუძლია.  

„კონდიცირების გამოყენება გამოცდების პროცესში შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია, რომ ადამიანებს ამ დროს ეკეთოთ პირბადე.

აბიტურიენტებს ჰქონდათ წუხილი, რომ პირბადით მუშაობა 3-4 საათის განმავლობაში შემაწუხებელია. აქაც გამოიანახა კომპრომისი.

აბიტურიენტი შენობაში უნდა შევიდეს გამოცდაზე პირბადით. პირბადე უნდა ეკეთოს საგამოცდო ბილეთის აღების დროს, კომისიის წევრებთან და ზედამხედველებთან კონტაქტის დროს.

ერთადერთი, როდესაც აბიტურიენტი დაჯდება მაგიდასთან, მაშინ შეუძლია მოიხსნას პირბადე. მაგიდები არის განლაგებული უფრო მეჩხერად, ახლა ერთ ოთხში უფრო ცოტა მაგიდაა.

მაგიდებს შორის არის მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია და არის ე.წ. დეზობარიერი, ანუ სრულად დაცულია აბიტურიენტი.

მაგიდაზე დაჯდომის დროს, ჩვენ ვუშვებთ ამ გამონაკლისს, რომ თუ არ უნდა პირბადის ტარება, აბიტურიენტს შეუძლია მოიხსნა, თუმცა თუ საკითხის გასარკვევად ზედამხედველს დაუძახებს, ან საპირფარეშოში გასვლა მოუნდება, უნდა გამოიყენოს პირბადე.

მას პირბადის მოხსნა მხოლოდ მაგიდასთან, მუშაობის პროცესში შეუძლია. მას ამისთვის არავინ დასჯის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული