Advertisements

გაეროს უშიშროების საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად  მიიღო  რეზოლუცია, რომელშიც ქვეყნებს მოუწოდებს, საომარი მოქმედებები შეწყვიტონ და ძალისხმევა COVID 19-თან ბრძოლის საკითხებზე მიმართონ.

რეზოლუცია ცეცხლის სულ მცირე 90 დღით შეწყვეტას მოითხოვს კორონავირუსის ეპიდემიის დროს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, შეუზღუდავი და უწყვეტი მიწოდების მიზნით.

საგულისხმოა, რომ რეზოლუცია არ ითვალისწინებს ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსა“ და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული