Advertisements

იტალიაში პოლიციამ ნარკოტიკების მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პარტია ამოიღო

Italy, Salerno - July 1, 2020.IItalian police - Guardia di Finanza - have seized a world record 14-tonne of amphetamines made by the Islamic State group in Syria. The drug is one billion Euro worth and is in form of 84 million Captagon tablets. Police describe the operation as - the biggest seizure of amphetamines in the world -..''We know that the Islamic State finances its terrorist activities mainly by trafficking drugs made in Syria which in the past few years has become the world's largest producer of amphetamines,'' the statement added. The shipment was hidden in three containers found in the port of Salerno south of Naples..The same tablets were used by Bataclan Jihad terrorists in France (Credit Image: © Napoli/ROPI via ZUMA Press)

იტალიაში, სალერნოს პორტში პოლიციამ ნარკოტიკების მსოფლიოში ყევლაზე მსხვილი პარტია- 15 ტონა დააკავა, ამის შესახებ იტალიის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე წერია.

სამართალდამცველებმა 84 მილიონი აბი ამფეტამინი ამოიღეს. მისი ღირებულება 1,1 მილიარდ ევროს აჭარბებს. აბებს ჰქონდა წარწერა Captagon, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციებზე მიანიშნებს. პოლიციას მიაჩნია, რომ ნარკოტიკები სირიაში, isis-ის მიწისქვეშა ლაბორატორიებშია დამზადებული.  

ნეაპოლის ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელმა დომენიკო ნაპოლიტანომ „სი ენ ენ“-თან განაცხადა, რომ პორტში განთავსებულმა სკანერებმა ნარკოტიკები ვერ აღმოაჩინა, რადგან კარგად იყო დამალული. პარტიის დაკავება დანაშაულებრივი ორგანიზაცია „კამორას“ წინააღმდეგ გამოძიების შედეგად მოხდა.

პოლიციაში აღნიშნავენ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ბოლო პერიოდში ამფეტამინის წარმოებაში ლიდერი გახდა და ტერორისტები ნარკოტიკების გაყიდვით აფინანსებენ თავანთი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს.

სამართალდამცველ ორგანოებში ვარაუდობენ, რომ ნარკომოვაჭრეებმა ამფეტამინი სირიაში შეისყიდეს, რადგან ევროპაში მისი წარმოება გაჩერებულია პანდემიის გამო. 

Captagon ახლო აღმოსავლეთში პოპულარული პრეპარატია, რომელიც შიშისა და ტკივილს ჩახშობისთვის გამოიყენება. 2015 წელს, პარიზში, თეატრ Bataclan-ზე თავდამსხმელებს აღნიშნული პრეპარატი ჰქონდათ მიღებული.  

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული