Advertisements

„მწვანე“ ქვეყნებიდან ლატვიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციის გავლა არ მოუწევთ

ლატვიის მთავრობამ გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები 1-ლი ივლისიდან ქვეყანაში შესვლას შეძლებენ. 

ამასთან, თუ ისინი ლატვიაში საქართველოდან ან სხვა „მწავნე“ ქვეყნიდან ჩავლენ, მათ არც თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა და არც კორონავირუსზე ტესტის ჩაავარება მოუწევთ.

მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქე ლატვიაში „წითელი“ ქვეყნიდან შევა, ვალდებული იქნება თვითიზოლაცია გაიაროს. დღეისათვის ლატვიის წითელ სიაშია ბრიტანეთი, პორტუგალია, ბულგარეთი, რუმინეთი, შვედეთი და ლუქსემბურგი.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული