ნათია თურნავა: პარიზი-თბილისის რეისზე ბილეთები ისე გაიყიდა, რომ ჩვენი თანხმობა არ მიუღიათ

იყო მთელი რიგი რეისები, რომლებიც შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, მაგრამ პარიზის რეისზე ისე გაიყიდა ბილეთები, რომ ამაზე ჩვენ თანხმობა არ გაგვიცია, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„იყო მთელი რიგი რეისები, რომლებიც შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, მაგრამ პარიზის რეისზე ისე გაიყიდა ბილეთები, რომ ამაზე ჩვენ თანხმობა არ გაგვიცია. ამსტერდამი, თელ-ავივი, ვენა ჩვენთან იყო შეთანხმებული. შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდს, სადაც ეს გრაფიკები და განრიგი გამოქვეყნებულია, თუმცა პარიზის რეისზე ბილეთები ისე გაიყიდა, რომ ჩვენი თანხმობა არ მიუღიათ. მესმის, რომ ის ადამიანები, ვინც საკმაოდ მაღალი ფასი გადაიხადა პარიზი-თბილისის ფრენაში, ელოდებიან ამ რეისის შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეისი არ იყო დაგეგმილი, საკუთარ თავზე ვიღებთ ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებას, რათა ეს რეისი უსაფრთხოდ შესრულდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რეისი დიდი ხნით არ გადაიდოს.

Facebook Comments

ახალი დადებული