„ნაპოვნია შავი ფერის წინდები და ფეხსაცმლის საფენები“ – ახალი დეტალები გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმიდან ირკვევა, რომ მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ნაპირზე ჩატარებული დათვალიერების შედეგად, ნაპოვნია შავი ფერის წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები – ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ნივთები 25 ივნისს, მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ იპოვნეს. ამოღებული ნივთები გადაგზავნილია ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ აღინიშნება მათზე სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა.

ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია, ეცვა თუ არა შაქარაშვილს წინდები და ფეხსაცმელი.

Facebook Comments

ახალი დადებული