„პანდემიაზე საქართველოს რეაგირება იყო სანიმუშო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს” – გაეროს ელჩი

“ჩვენ ვხედავთ პოზიტიური გამოცდილების ძალიან კარგ შედეგებს ახლა, როცა საქართველო შევიდა ე.წ. მწვანე ქვეყნების რიგში, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა. სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო ეკონომიკურ უპირატესობასაც მიიღებს, როგორც ფრენების, ისე ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიაზე წარმატებული რეაგირება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკას აღდგენაში და ამიტომ, საქართველოს მაგალითი სრულიად სანიმუშოა მთელი მსოფლიოსთვის, ამას ყველა აღიარებს.” – ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

Facebook Comments

ახალი დადებული