როგორ ავირიდოთ თავიდან მზის დაკვრა

„სითბური დაკვრა განსაკუთრებით საშიშია პატარა ბავშვებზე და მოხუცებზე. მათი კანი ძალიან თხელი და ძალიან ნაზია, – ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჩართვისას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მას კითხვით მიმართეს, სითბური დაკვრა ვისთვის არის საშიში და რა სიმპტომები აქვს მას.

მისივე თქმით, ორგანიზმის გადახურება, მაღალი ტენიანობის პირობებში საკმაოდ დიდი ხნით დაყოვნება მზის გულზე, საშიშია.

„მზით დაკვრა ასევე ხშირად გვხვდება კომბინაციაში. ეს რომ არ მოხდეს, დავიფაროთ თეთრი ფერის ქუდი და გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი. ძალიან მარტივი ტესტია, რომ არ მივიღოთ მზის დაკვრა. როდესაც ჩვენი ჩრდილი მზეზე არის გრძელი, მაშინ მზე არის უსაფრთხო. როდესაც ჩრდილი მოკლდება და საერთოდ აღარ ჩანს, ესე იგი მზე ზენიტშია და ჩვენი კანი იწვება. იმ მომენტში ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ დამწვრობას ვღებულობთ. საღამოს ჩრდილში, ვხვდებით, რომ უი, კანი დაგვწვია და დრო სწრაფად გასულა“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, მაღალ ტემპერატურაზე ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, გამოიყოფა ოფლი და ამიტომ, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე. ასევე, ატარონ კომფორტული ტანსაცმელი.

„მთაში ყოფნის დროს, მაგალითად, საჭიროა გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, რათა მზის მავნე ზემოქმედებისგან თავი დავიცვათ“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული