გია შარაშენიძე აცხადებს, რომ მუხთარლის ცოლს და ნაცმოძრაობას ე.წ. მწვანე ზოლით საქართველოში მცირეწლოვანი კრიმინალები გადმოჰყავს

საძაგლობა დასახა მუხთარლის ცოლმა ნაცმოძრაობასთან და ევროპულ ნაცობასთან ერთად, ეგრეთ წოდებული მწვანე ბილიკით მცირეწლოვანი აზერბაიჯანელები გადმოიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე.-ამის შესახებ გია შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს ბავშვები მარკეტებში შერბიან, იპარავენ, ხოლო ვისაც დაიჭერენ არც გარბიან, ელოდებიან პოლიციას,პოლიციის განყოფილებაში კი ყვირიან : “ჩვენ მცირეწლოვნები ვართ და ალიევის რეჟიმს თუ გადაგვცემთ, ვენებს გადავიჭრითო”.

„ზოგი ლეგენდას ურევს–“თბილისში ვმუშაობდით მარკეტებშიო და მაინც ვიპარავთო”.
გუშინ ვარკეთილში, „ნიკორასა“ და „სპარს“ შეესივნენ. ისინი ვარკეთილის პოლიციამ დააკავა. ესე იგი, დაიწყო მათი ჩანაფიქრის აღსრულებაც…
თუ შსს-მ და სუს-მა ერთობლივად არ აღკვეთეს ამ სახის დივერსია, საქმე ცუდად წავა, რადგან ნაცმოძრაობა და ევრონაცები ყველაფერს იკადრებენ საარჩევნოდ, ოქტომბრის ბოლომდე, საქართველოში მშვიდი სიტუაციის აღსაღრევად.

მწვანე ბილიკით შემოიპარა მუხთარლი და იგივე ბილიკით გავიდა, როცა აზრებაიჯანის ტერიტორიაზე დააკავეს და აქ კი, მისმა ცოლმა ერთი ამბავი ატეხა — გაიხსენეთ“,-წერს გია შარაშენიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული