იტალიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა

Nusagi

იტალიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირის არაწევრ 14 სახელმწიფოს შეუმსუბუქდება, მათ შორისაა: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე იტალიამ ფრთხილი გზა აირჩია. ქვეყანა ძალაში ტოვებს თვითიზოლაციისა და შენგენის ზონის გარე ქვეყნებიდან ჩასული ადამიანების ჯანმრთელობაზე დაკვირვების ზომებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: