კარგად ვიცით, ვინ არიან ამ გაერთიანებაში შეკრებილნი, რომელიც ჩემი აზრით კრიმინალური გაერთიანებაა, რადგან ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ ადამინებს შორის, ვინც კრიმინალით და დანაშაულით არიან გაერთიანებულნი.

დღეს, პოლიტიკური ფანჩატურის წარმომადგენლები გუშინწინდელი დღის განუკითხაობის, ძალადობის, უკანონობის გაცოცხლებას და გაპრავებას ცდილობენ , – ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა საუბრობს იმ ეპითეტებზე, რომლითაც ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს მოიხსენიებდნენ.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური რეალობა ძალიან მძიმეა იმიტომ , რომ არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები და არსებობენ ცალკეული სექტები, მარგინალური ჯგუფები, პიროვნებები, რომელთა გარშემოც გარკვეული ინტერესია შემოკრებილი. ხაინდრავა მიიჩნევს, რომ პოლიტიკის მეშვეობით მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევამ ძალიან სახიფათო საზღვარს მიაღწია.

,,მე კარგად მახსოვს, რა ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს. ბოკერიასთვის ბურჯანაძე დედიან-ბუდიანად რომ კორუფციის სახე იყო, ეს არა ერთხელ გაცხადებული აქვს. მე ვარ დამსწრე იმ შეხვედრის, სადაც პირდაპირ აქვს ბურჯანაძისთვის ნათქვამი, რომ თქვენი ოჯახის კორუფცია და თქვენი მეუღლის კორუფცია საზოგადოდ ცნობილიაო. იგივე, შალიკო ნათელაშვილი, რასაც ის ლაპარაკობდა, მთელი ეპოპეა იყო ხაზარაძესთან მიმართებაში -რომ ეს იყო ყაჩაღი, კრიმინალი, თაღლითი, ადამიანების მძარცველი და ასე შემდეგ. პოლიტიკური რეალობა ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ საქართველოში სამწუხაროდ არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები. არსებობენ ცალკეული სექტები, მარგინალური ჯგუფები, ცალკეული პიროვნებები, რომლის გარშემოც შემოკრებილია გარკვეული ინტერესი და როგორც წესი, ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ იმიტომ, რომ საიდან აქვთ დაფინანსება და რა დაფინანსებით ცხოვრობენ ეს „პოლიტიკური პარტიები“ კაციშვილმა არ იცის.

ჩვენ ვალდებულება გვაქვს სახელმწიფოს მიერ დადგენილი, რომ ვუხადოთ ფული სიცრუეში, სიყალბეში, ცილისწამებაში. განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო ძალიან სახიფათო მოვლენამ, როგორიც არის მედიის გამოყენება. მედიას იყენებენ დღესაც. მაგალითად, წერეთელი – ყველამ იცის , რომ TV პირველის მფლობელი არის თაღლითი, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ხაზარაძეც და ჯაფარიძეც ფიგურირებენ და ამ ფონზე ჩვენ, სასამართლოს ეზოში შექმნილი პოლიტიკური პარტიის მოწმენი გავხდით, ასეთი პრეცენდენტი არ ახსოვს მსოფლიოს. ყველა მოტივით ხდებოდა პოლიტიკური პარტიების შექმნა, მაგრამ სასამართლოს ეზოში რომ შექმნილიყო პოლიტიკური პარტია , ასეთი რამე მე არ მახსოვს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან სახიფათო საზღვარს მიაღწია პოლიტიკას ამოფარებამ, მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევამ პოლიტიკის მეშვეობით და არა მართლმსაჯულების და სიმართლის დამტკიცებით.

ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური ლოიალობა საზოგადოებაში უნდა მოიპოვო სიმართლით და არა პოლიტიკის გამოყენებით. ის ჯამი კრიმინალის, კორუფციის და რაღაც თაღლითობის, რაც ერთად არის თავმოყრილი დღეს და ამის სიმბოლო სისხლის, ბოროტების არის ჟორიკა რურუა, ერთად უპირისპირდება ყველაფერ დანარჩენს, რაც საქართველოში არსებობს. სასარგებლოდ. ჩემი აზრით გუშინწინდელი დღის განუკითხაობის, გუშინწინდელი დღის ძალადობის, უკანონობის გაცოცხლებას და გაპრავებას ცდილობენ დღეს აი ამ პოლიტიკური ფანჩატურის წარმომადგენლები, რაც სრულიად დაუშვებელია და რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქადის“,- აცხადებს გოგა ხაინდრავა.

Facebook Comments

ახალი დადებული