კარლ ჰარცელი: მოგზაურობისთვის ორივე მიმართულების გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააჭერ და ყველაფერი შესრულდება

მოგზაურობისთვის ორივე მიმართულების გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააჭერ და ყველაფერი შესრულდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში 15-დან ერთ-ერთი ქვეყანაა და ეს არის აღიარება იმ წარმატების, რასაც ქვეყანამ მიაღწია.

„მოგზაურობისთვის ორივე მიმართულების გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააჭერ და ყველაფერი შესრულდება. ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირის ინდივიდუალურ წევრებთან, კომერციულ საჰაერო გადამზიდავებთან. ეს არის კომბინაცია სხვადასხვა მოთამაშის, რომელთანაც საჭიროა მუშაობა. უსაფრთხო სია გახლავთ საუკეთესო წერტილი, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს. მე გილოცავთ, რომ მოხვდით ამ სიაში. ველოდებით დაძაბულ მუშაობას ჩემ კოლეგებთან და სხვებთან, რათა აქტიურად ვიაროთ წინ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

Facebook Comments

ახალი დადებული