პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენება თავის დროზე არასწორი გადაწყვეტილება იყო – მაია ცქიტიშვილი

ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობა არის ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, დაგეგმილია ამ შენობის პრივატიზება და სხვა ფუნქციის გამოძებნა, – განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენება თავის დროზე არასწორი გადაწყვეტილება იყო.

„300 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხდა შენობაში, ლამაზი არქიტექტურის შენობაში, რომელიც სამწუხაროდ, მუშაობისთვის ყოვლად მიუღებელია. თქვენ კარგად იცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო უშუალოდ ამ შენობაში და ეს შენობა საჭიროებს ძალიან ბევრ ინვესტიციას იმისთვის, რომ გადაკეთდეს.

პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენებაში 300 მილიონი ლარის ინვესტიცია მოხდა, მაშინ როდესაც ქუთაისს მაგალითად, არ ჰქონდა წყალმომარაგების სისტემა და მხოლოდ წელს ჩვენ შევძელით 24 – საათიანი წყალმომარაგების მოგვარება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ქუთაისში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოწესრიგდა.

„განვითარდა ტურიზმი, განვითარდა ბიზნესი, საწარმოებო და სწორედ ტურისტული მოზიდულობით ცენტის შექმნით ქუთაისს აქვს საშუალება ახალი სამუშაო ადგილი იყოს შექმნილი. პარლამენტი არ არის ერთადერთი, ქუთაისს პარლამენტის არქონით ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ დაკლებია, პირიქით, გაკეთდა ისეთი საქმეები, რაც მხოლოდ პარლამენტის მშენებლობით ვერ იქნებოდა მოგვარებული”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული