უეჭველი პორნოგრაფიაა გამიელვა თავში და გავემზადე კონფისკაციისთვის-მალხაზ თოფურია

,,92 წელია აფხაზეთის დაწყებამდე წვევანდელთა ჯგუფი მოვიდა მე “ვზროსლი” ვარ 22 წლის 18 წლისები არიან ჯარისკაცები….. ფოთში ვართ მალთაყვაზე იქ გავდივართ მომზადებას დესანტირებისთვის, ოთახებში ორ ორ კაცად ძინავთ ჯარისკაცებს, ვხედავ ერთგან შუქი ანთია….შევარდი მოულოდნელად “დამნაშავესთან” რაღაცას მალავს ჯარისკაცი ბალიშის ქვეშ, უეჭველი პორნოგრაფიაა გამიელვა თავში, (ასაკია ისეთი) და გავემზადე კონფისკაციისთვის , გადავწიე ბალიში და ….. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე შევაქო თუ რა ვთქვა….გალკტიონის ლექსების კრებულია, ვთხოვე ეთხოვებინა….მათხოვა….

მერე იყო ომი, ჭრილობები დამეგობრება ასკობრივი და წოდებრივი საზღვრების გაქრობა…..ეხლა სტოკჰოლმშია მეუღლესთან და ორ პატარ ანგელოზთან ერთად “ჯარისკაცი”…..
დღეს დავკავშირდით მოვიკითხეთ ერთმანეთი ოჯახები თანამებრძოლები ( 2 ივლის შავნაბადელები ვიკრიბებით ტრადიციულად) …. ის წიგნი გახსოვს? მოულოდნელად მკითხა, არა და აქ გვერძე მჯდომ მეგობარს ვუყვები იმ ამბავს ….მახსოვს!
ეხლაც აქ მაქვს შვეციაში)

თითქო არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ არის წუთები რომელიც სამუდამოდ ილექება თავში როგორც დადებითი ემოციები)
დიმა გოგინავაა ეს მაგარი ადამიანი!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მალხაზ თოფურია

Facebook Comments

ახალი დადებული