ფსკერიც არსებობს და ფსკერიც – დედაჩემისთვის კომენტარების წერა არის უკიდურესი საზიზღრობა – სალომე ბარკერი

ექვსკურსიაზე დაღუპული 16 წლის მოზარდის და, სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვყენებს.

სალომე ბარკერის თქმით, მას შემდეგ რაც, პედაგოგებს ბრალი წაუყენეს, მასზე და დედამისზე უცნობი პირები ზემოქმედებას ცდილობენ.

“ჩემი აზრით ფსკერიც არსებობს და ფსკერიც.
სახელმწიფომ აღძრა საქმე გარდაცვალების ფაქტის დადგომისთანავე და წაიღო სასამართლოში. გარდაცვლილის ოჯახის წევრები არაფერს ვითხოვთ, გარდა სამართლის დადგენისა, არანაირი მექანიზმი დამატებით არ გვაქვს როგორც “დაზარალებულ მხარეს”, უბრალოდ ვარსებობთ და ველოდებით სასამართლოს. სულ რომ არ ვარსებობდეთ, სახელმწიფოს მაინც მოუწევდა ამ ყველაფრის გაკეთება და სისხლის სამართლის დევნის დაწყება. მიჭირს ამის ახსნა, მაგრამ მიწევს.
დედაჩემისთვის კომენტარების წერა თუ მესიჯების შეჩრა, რომ “ეხლა ამით შვილს ვერ გააცოცხლებ და რად გინდა” არის უკიდურესი საზიზღრობა. მე მრცხვენია, რომ ამის უფლებას აძლევთ საკუთარ თავებს.
და გაითვალისწინეთ, რომ სამართლებრივადაც ამძიმებთ ბრალდებულების მდგომარეობას, იმით რომ ცდილობთ დედაჩემზე ზემოქმედებას. რას თხოვთ, მართლა ვერ გავიგე, მაგრამ თუ რამის თხოვნის ტ***ი გაქვთ ვინმეს, მომმართეთ პირდაპირ მე.
მადლობა” – წერს ბარკერი.

Facebook Comments

ახალი დადებული