ყველას ვთხოვ, რომ ეს დაივიწყონ… ციხეში თავის მოკვლა მინდოდა – თემურ თათარაშვილი

მომღერალი თემურ თათარაშვილი გადაცემა „პროფილში“ მის ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს, რომელიც ციხეს უკავშირდება.

როგორც მომღერალი საზოგადოების წინაშე აღიარებს, ციხეში თავის მოკვლაც კი გადაწყვიტა.

„ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში იყო ციხე, 16 თვე ვიყავი ციხეში.3 თვე და 2 დღე მარტო ვიყავი საკანში, იმ ზომამდე ვიყავი, რომ თავის მოკვლა მინდოდა და უფალმა გადამარჩინა. საშინელება იყო. ეს ის პერიოდი იყო როცა ეს შხამი გამომდიოდა ორგანიზმიდან. დღეს ჯანმრთელი ვარ“, – აცხადებს თემურ თათარაშვილი.

მისი თქმით, ამ ყველაფერმა მას ძალიან დიდი რამ დააკარგინა.

„16 წელი წამალზე დამოკიდებული ვიყავი, ვიყავი აგრესიული.. ხალხის, ოჯახის, შვილების შემრცხვა. ყველას ვთხოვ, რომ ეს დაივიწყონ“, – აცხადებს თემურ თათარაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული