გია აბაშიძე: ტრამპის 40 წუთიანი გამოსვლის ტექსტი აქა-იქ თარგმნეს, გეტყვით მთავარს

Nusagi

ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი აღქმით, ეპოქალური გამოსვლა ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპს სამხრეთ დაკოტაში, რაშმორის ცნობილ მთასთან გუშინ,-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„40-წუთიანი „სფიჩი“ აქა-იქ თარგმნეს, გეტყვით მთავარს:
– უდიდესი პატივი მიაგო აშშ-ის დამფუძნებელ მამებსა და რაშმორის მთის ეროვნული მემორიალზე, კლდეში ნაკვეთ აშშ- პრეზიდენტები ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტსა და აბრაამ ლინკოლნის დანატოვარს;
– რელიგია და რწმენა=პატრიოტიზმს.
– არა მონობასა და დისკრიმინაციას!
– თანამედროვე დამახინჯებული – ლიბერალობა=ტოტალიტარიზმს – თუ ლიბერალის/მემარცხენის მოსაზრებას არ იზიარებ, „კეთროვანი“ და დასაბლოკი ხარ! -მასე არაა ქალბატონებო და ბატონებო, ეს არაა დემოკრატია და მე ამას არ დავუშვებ თავისუფლების ნავსაყუდელ ამერიკაში.
– ძეგლების, ისტორიული ფასეულობების შეურაცხყოფა არავის შერჩება. იცით რატომ ხდება ეს? ათწლეულებია ფსევდო-ლიბერალური, გაღუნული, მახინჯი მემარცხენე განათლების სისტემა გვაქვს. ასე გაგრძელება არ შეიძლება!
– ე.წ. სლოგანი სოციალურ სამართლიანობაზე არის ფარსი, ბლეფი, რომელსაც სურს ჩვენი თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოების გადაქცევა რეპრესიულ სისტემაში. მათ ჩვენი დადუმება სურთ, ჩვენ არ დავდუმდებით!
– ამერიკა გამონაკლისია მსოფლიოში თავისუფლებისა და სამართლიანობის ხარისხით და ამას არავის შევაცვლევინებთ! ეს ქვეყანა ქრისტიანულ ფასეულობებზეა შექმნილი. ამერიკული ოჯახი ამ ქვეყნის აკვანია, კლდეა.
– პატივს ვცემთ, რომ ყველა სუვერენულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას საკუთარი საზღვრები. ჩვენ ვაშენებთ კედელს, რათა პასუხისმგებლიანმა მთავრობამ დაიცვას საკუთარი ერის უსაფრთხოება და წარმატება.
– პატივს ვცემთ ნებისმიერ ერს, სქესს, წარმომავლობას, ორიენტაციას, ყველა ღვთის ქმნილებაა, მაგრამ, უწინარესად, ვიცავთ ამერიკას.
– პოლიცია არასოდეს გაუქმდება, დიდება მათ! და არც კონსტიტუციის მეორე შესწორება იარაღის ფლობაზე.
– ჩვენმა შვილებმა უნდა ისწავლონ ჩვენი ისტორიისა და ჩვენი დიადი დროშის დაფასება.
– ჩვენ მხნედ ვართ და მხოლოდ ვუჩოქებთ ყოვლისშემძლე ღმერთს!
– ჩვენი წარსულის, ისტორიის შეცვლის მცდელნი პირნი, რომელთაც სურთ ამერიკის დასრულება, ვერ გაიხარებენ!
– ტყუილების, დეზინფორმაციის ფონზე ამერიკას ვერავინ შეატორტმანებს.
– მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა – ჩვენი ფუძემდებლური იდეალების აღსრულება ნიშნავს მშვიდობას.
– ჩვენ მოვიგებთ სწრაფად და დავამარცხებთ ამ მემარცხენე ბოროტებას!
– დროა ხმა ამოიღოთ პატრიოეტებო!
https://nypost.com/…/trump-blasts-the-left-in-fiery-mount-…/“,-წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: