დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა

დიდ  დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე კრიმინალური პოლიცია  მუშაობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

Facebook Comments

ახალი დადებული